CEDEX პრემიუმ სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც 2003 წელს, თბილისში დაარსდა. წლების განმავლობაში, კლინიკა პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიურ სერვისებს სთავაზობდა და, მალევე, სექტორში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაც დაიკავა. სწორედ ამიტომ, დამფუძნებლებმა – გიგი მახარაძემ და გიორგი შარიქაძემ, 2014 წელს კლინიკა გააფართოვეს.
ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. თითოეული სპეციალისტი პაციენტს ინდივიდუალურად უდგება და იყენებს ინოვაციურ მეთოდებს, რათა ყველა პაციენტმა უმაღლესი სტანდარტის სერვისი მიიღოს.