CEDEX-ში ყველა პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი გამოიყენება, თუმცა ბავშვთა თერაპია კიდევ უფრო განსხვავებულ უნარებსა და გამოცდილებას საჭიროებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ბავშვებისათვის კომფორტულ, ასაკის შესაბამის გარემოსა და სტომატოლოგიურ სერვისს. ბავშვთა თერაპია, უპირველესად, ორიენტირებულია პრევენციასა და პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევების გამომუშავებაზე.
თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური იმპლანტების გამოყენებით, ჩვენ ვამაგრებთ ხელოვნური კბილების ფესვებს ყბის ძვალზე. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხო საფუძველს შემცვლელი კბილებისათვის. შედეგად, სრულად აღგიდგებათ ღეჭვის ფუნქცია და ესთეტიკა.
ჩვენი კვალიფიციური ქირურგი გიგი მახარაძე პირის ღრუს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. პროცედურათა სპექტრი ფართოა – კბილის ექსტრაქციიდან ყბის მაკორექტირებელ პროცედურებამდე. ჩვენ უზრუნველვყოფთ წარმატებულ შედეგებს და მაქსიმალურად შეგიმცირებთ დისკომფორტს.
ორთოპედია უზრუნველყოფს ყბა-სახის სტრუქტურის ოპტიმიზაციას. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან არასწორი განლაგებისა და დარღვევების გამოსწორებაში. შედეგად, გაუმჯობესდება როგორც ფუნქციური ნაწილი, ისე – ესთეტიკური.
ორთოდონტული სერვისის მიღებით, თქვენ შეძლებთ გაისწოროთ კბილები და მოიხსნათ ღეჭვასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ჩვენ ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ბრეკეტებს, ისე – თანამედროვე მეთოდებს. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა, საჭიროებებიდან გამომდინარე. შედეგად, იღებთ ლამაზ ღიმილსა და ჯანმრთელ პირის ღრუს.
ჯანსაღი ღრძილები პირის ღრუს ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დეტალური დიაგნოსტიკისა და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის კურსის მეშვეობით, ჩვენი პაროდონტოლოგები დაგეხმარებიან ჯანმრთელი ღრძილების შენარჩუნებაში. ეს კი ხელს უწყობს კბილებისა და მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც.
თერაპია პირის ღრუს მკურნალობის არაქირურგიული გზაა. ჩვენი თერაპევტების დახმარებით, შეძლებთ მართოთ კბილების მგრძნობელობის დარეგულირების პროცედურები, ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და ა.შ.