CEDEX-ში ყველა პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი გამოიყენება, თუმცა ბავშვთა თერაპია კიდევ უფრო განსხვავებულ უნარებსა და გამოცდილებას საჭიროებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ბავშვებისათვის კომფორტულ, ასაკის შესაბამის გარემოსა და სტომატოლოგიურ სერვისს. ბავშვთა თერაპია, უპირველესად, ორიენტირებულია პრევენციასა და პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევების გამომუშავებაზე.